"პატრიარქი ძალიან დასუსტებულია" - პირველი აღდგომა, რომლის მსახურებაც ილია მეორემ ვერ ჩაატარა

16.04.23 13:16
"პატრიარქი ძალიან დასუსტებულია" - პირველი აღდგომა, რომლის მსახურებაც ილია მეორემ ვერ ჩაატარა

პირველი აღდგომა, რომლის მსახურებაც ილია მეორემ ვერ ჩაატარა -  სადღესასწაულო ლიტანიობა სამების საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიომ აღავლინა.   კათოლიკოს პატრიარქი  ღვთისმსახურებაზე თითქმის ორსაათიანი დაგვიანებით მივიდა. 

საქართველოს საპატრიარქოში "პირველებს" ეუბნებიან, რომ ილია მეორის ტაძარში მისვლაც კი გმირობა იყო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ღვთის მადლით, სტაბილურია მისი ჯანმრთელობის მგდომარეობა, რასაც ადასტურებს ის, რომ მან შეძლო გუშინ მობრძანებულიყო სამების საკათედრო ტაძარში და ვიდრე არ დასრულდა აღდგომის უდიდეს დღესასწაულტან დაკავშირებით ტაძარში იმყოფებოდა. ფიზიკურად, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ პატრიარქი ქართველი ხალხის უდიდესი სიყვარულით, ქართველი ხალხისადმი უდიდესი პატივისცემით მაინც უდიდესი ძალისხმევის ფასად ახერხებს იმას, რომ ახმელა მსახურებაზე, მე ვგულისხმობ, რომ ძალიან ხანგრძლივი მსახურებაა, იმყოფებოდა ტაძარში, - ამბობს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

ამავეს ადასტურებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზიც.  

ყოველ წირვაზე მოსვლა მისთვის არის რაღაცახალი მორიგი გმირობა, იმიტომ, რომ ფიზიკურად ძალიან დასუსტებულია და ჩვენ გვითხრეს, რომ მოვიდოდა წირვისთვის.  წირვაში მონაწილეობა მიიღო, ეზიარა თვითონ. თვითონ, ე.ი., შემოსით არ შემოსილა და რამდენიმე სიტყვით კიდევაც მიმართა მრევლს. ისეთ ფაზაში შედის უკვე ჯანმრთელობა, რომ აი, რამდენ ხანს შეძლებს, ასე რომ ითქვას... ავად არ არის, მაგრამ სუსტდება თანდათანობით, - ამბობს მეუფე.

სასულიერო პირი ასევე ამბობს, რომ პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ეპისტოლეშ არცერთი სიტყვა არ დაწერილა.  

პატრიარქი თავისი ხელით ვერ დაწერდა ამ ეპისტოლეს, ეს ყველასთის ცხადია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არცერთი სიტყვა მასთან შეთანხმების გარეშე ამ ეპისტოლეში არ იყო, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

მსგავსი სიახლეები