აღდგომა საოკუპაციო ხაზთან - ადგილობრივები წინაპრების საფლავებზე ვერ გადიან

16.04.23 13:28
აღდგომა საოკუპაციო ხაზთან - ადგილობრივები წინაპრების საფლავებზე ვერ გადიან

რუსი ოკუპანტების მიერ ორად გაყოფილ სოფლებში შეიარაღებული სამხედროები გადაადგილდებიან. ადგილობრივები ოჯახის წევრების საფლავებზე გასვლას ვერ ახერხებენ.  ვინც წინაპრების სასაფლაოსთან მიახლოებას შეეცდება, მას ცხინვალის ციხეში პატიმრობა ელოდება, ამიტომ მოქალაქეები იძულებული არიან, წითელი კვერცხები, პასკა და სანთლები მავთუხლართებთან დატოვონ.

ვერ შევდივართ. გვყავს იქ მიცვალებულები პირადად ჩვენ, ჩვენს ხეობას, მაგრამ შევსლა აკრძალულია. შევალთ და დაგვიჭერენ. აგერ უკვე 15 წელი ხდება და გვენატრება, რომ  საფლავი ვნახოთ, სანთელი დავუნთოთ, კვერცხი გავუგოროთ, - ამბობს ადგილობრივი. 

შეგახსენებთ, რომ სოფელ დვანთან ოკუპანტები ორი დღის წინ კიდევ გამოჩნდნენ. მათ საოკუპაციო ხაზთან  სატვალთავლოკამერები დამოძრაობის დეტექტორები დაამონტაჟეს.