აღდგომის ღამეს თბილისში მაღაზია გაქურდეს - მოზარდებმა სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები წაიღეს

აღდგომის ღამეს თბილისში მაღაზია გაქურდეს. წაღებულია სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი.
დანაშაულის უკან, არასწრულოვნები დგანან. მოზარდები მაღაზიაში ფანჯრიდან შევიდნენ. მათშენობის მინები ქვებით ჩაამტვრიეს.
მაღაზია "გვირილას" თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს მოზარდების მიერ ჩადენილი პირველი დანაშაული არ არის. მათი თქმით, მარაზიას არასრულწლოვნები თავს სისტემატურად ესხმიან. მათ შსს-ს დახმარების თხოვნით რამდნეჯერმე მიმართეს, თუმცა გომელაურის უწყება ვერაფრით დაეხმარა.
მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც.