"ხელისუფლების მესიჯის გაჟღერება" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე სააღდგომო ეპისტოლეზე

16.04.23 15:11
"ხელისუფლების მესიჯის გაჟღერება" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე სააღდგომო ეპისტოლეზე

საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხელისუფლების მესიჯის გაჟღერებად აფასებს. სასულიერო პირი ამბობს, რომ ეპისტოლე ქვეყანაში არსებულ რეალობას არ ასახავს და მისი ტექსტი, სავარაუდოდ,  ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. 

როდესაც ვერ ამბობს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთზე ვერაფრეს, ვერცერთ სიტყვას, ესეც არის ძალიან სამწუხარო. არც ქვეყანაში არსებულ უდიდეს მიგრაციაზეა საუბარი, ქართველტა კატასრტოფული გადინება საზღვარგარეთ, არც იმ ეკონომიკურ სიდუხწირეზე, რის გამოც გმინავს ჩვენი ხალხი, არცერთი სიტყვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, არცერთი სიტყვა საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე. ფაქტობრივად, ამ დიდი ნაწილი, მეორე ნახევარი, იყო ხელისუფლების მესიჯის გაჟღერება, „აბა, ომი გინდა?“ მშვიდობა, აი, ეს არის წინ წამოწეული, ცრუ თავისუფლებაზე ხაზგასმა, შეიძლება მოვიაზროთ როგორც ევროპულ კურსზე, ევროკავშირში გაწევრინების ირიბ შეფასებად. ის, რაც იწერება ილია მეორეს ადმინისტრაციაში, კანცელარიაში, და თვითონ ილია მეორე ამას არ წერს, არამედ უწერენ, ამავე დროს, ის თანხმდება ხელისუფლებასთან, - ამბობს დეკანოზი. 

მსგავსი სიახლეები