საქართველოში დასაქმების მსურველი რუსების რაოდენობა გაიზარდა - ოპოზიცია ზომების გამკაცრებას ითხოვს
საქართველოში დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა რეკორდულად გაიზრდა. გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით მონაცემები 160%-თაა გაზრდილი. მონაცამებს რეკრუტირების პორტალ "ჰიტ ჰანთერის" მონაცემებზე დაყრნობით სააგენტო "ერბისი" ავრცელებს.
რუსი მუშახელის რაოდენობით საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანას ყაზახეთი და ბელორუსი უსწრებს.
რუსეთის მოქალაქეები 'პირველებთან" საკუთარ გეგმებზე საუბრობენ.
ჩემი ძმა ბათუმში ცხოვრობს. იქ იყიდა ბინა და იქიდან მუშაობს საერთაშორისო კომპანიში აიტის სპეცლიასტად. მე ახალი ცამოსული ვარ და ჯერ ვეშძებ სამსახურს, თუ ვერაფერი ვიშოვე აუცილებლად ჩემს ბიზნესს წამოვსიწყებ, - ამბობს რუსეთის მოქალაქე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საჭიროა მინიმუმ სავიზო რეჟიმის გამკაცრება, რათა ოკუპანტი სახელმწიფოდან მასობრივი შემოდინება შეწყდეს.
ხელისუფლების მიდგომის და პოლიტიკის გამო საქართველო რუსეთისთვის გახდა მიმზიდველი ქვეყანა და ეხ ელისუფლება ვერ იაზრებს იმ რისკებს, რომელიც შეიძლება რუსეთიდან მოდიოდეს. ბუნებრივია, ჩვენ ხალხის შემოსვლის საწინააღმდეგო საწინააღდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა ამას სჭირდება ძალიან მკცრი რეგულირება, ამას სჭირდება პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის, სავიზო რეგულაციების გამკაცრება, რასაც ეს ხელისუფლება არ აკეთებს და ფაქტობრივად, უკონტროლოდ არის მიშვეული აი, ეს მასობრივი შემოდინება რუსებისა, რომელიც ყველასთვის თვალსაჩინოა. დღეს საქართველოში შემოსული და მუდმივად მცხოვრები რუსების უდიდესი ნაწილი არის დასაქმებული და მთავრობამ უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რამდენად არის ლეგალური ის დასაქმება, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ მიღებული, - ამბობს "ლელოს“ წევრი საბა ბუაძე.