თბილისში სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი უფასო მარშრუტები დაინიშნა (ჩამონათვალი)

16.04.23 17:24
თბილისში სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი უფასო მარშრუტები დაინიშნა (ჩამონათვალი)

თბილისში სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი უფასო მარშრუტები დაინიშნა.
მეტროსადგური დიდუბიდან მოქალაქეები უფასოდ მგზავრობას  მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით შეძლებენ.

დელისიდან  საბურთალოს სასაფლაოსკენ, ვარკეთილის მეტროდან  ვარკეთილის სასაფლაომდე. რაც შეეხება კუკიის სასაფლაოს, იქ მოქალაქეები მარჯანიშვილისა და სადგურის მოედნიდან შეძლებენ მისვლას.

გაზრდილი მოთხოვნის გამო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსები დაამატა 
ჭიჭინაძის ქუჩაზეც , საიდანაც მსურველები ვერის სასაფლაოსთან მივლენ. ავტობუსები დაინიშნა სარაჯიშვილის  მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდეც.

დამატებითი მარშრუტებით სარგებლობა მოქალაქეებს დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე შეეძლებათ.