ბოკერიას კლინიკა დაწვას გადაურჩა - საავადმყოფოში ხანძარი, სავარაუდოდ, პაციენტმა გააჩინა

17.04.23 11:12
ბოკერიას კლინიკა დაწვას გადაურჩა - საავადმყოფოში ხანძარი, სავარაუდოდ, პაციენტმა გააჩინა

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კლინიკა დაწვას გადაურჩა. სახანძრო ბრიგადები ბოკერიას კლინიკაში გვიან ღამით გამოიძახეს. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო ეკიპაჟებიც. არსებობს ეჭვი, რომ ცეცხლი განზრახ ერთმა პაციენტმა გააჩინა. თუმცა სწრაფი რეაგირებით მასშტაბური ხანძარი თავიდან აიცილეს. 

"პირველების" ინფორმაციით, 112-ში გვიან ღამით შევიდა ინფორმაცია, რომ მეხუთე სართულზე, ნევროლოგიურ განყოფილებაში ასაკოვანმა პაციენტმა ცეცხლი განზრახ წაუკიდა საწოლის გადასაფარებელს და იყო იმის საშიშროება, რომ ხანძარი კლინიკაში გავრცელებულიყო.

თანამშრომლები ამბობენ, რომ მეხუთე სართულზე მხოლოდ მცირე დაკვამლიანება იყო.

"დაკვამლიანები იყო ცოტა და დამთავრდა ყველაფერი, ყველა კარგადაა. მეხუთე სართულზე იყო ხანძარი. პაციენტმა არ გააჩინა ხანძარი, არაფერმა არ გააჩინა". - ამბობს კლინიკის თანამშრომელი.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები