თბილისის სასაფლაოებთან მანქანების გრძელი რიგია - მოძრაობას ქალაქში საპატრულო პოლიცია აკონტროლებს

17.04.23 11:51
თბილისის სასაფლაოებთან მანქანების გრძელი რიგია - მოძრაობას ქალაქში საპატრულო პოლიცია აკონტროლებს

დილიდან თბილისის სასაფლაოებთან მანქანების გრძელი რიგია. მოძრაობას მთელს ქალაქში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათ დღეს მიცვალებულებს მიაგებენ პატივს და ხალხი საფლავებზე წითლად შეღებილი კვერცხებით და პასკებით მიდის, რათა გარდაცვლილებს ქრისტეს აღდგომა ახარონ.

მერიამ სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი დაამატა. დიდუბე, დელისი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი და ვარკეთილი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ   მეტროსადგურების, საიდანაც სასაფლაოების მიმართულებით  მგზავრებს წაიყვანენ.