სუდანში "ჯეო-სქაის" ოცი თანამშრომელია ჩარჩენილი - რას ამბობს ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტი "პირველებთან"
სუდანში ავიაკომპანია "ჯეო-სქაის" ოცი თანამშრომელია ჩარჩენილი. ეკიპაჟი, რომლის შემადგენლობაშიც მფრინავები და ინჟინრები არიან ომის ზონიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.
ავიაკომპანიიის ვიცე-პრეზიდენტი "პირველებთან" ამბობს, რომ მათი ტანამშრომლები საცხოვრებელ სახლებს ვერ ტოვებენ.
"მუდმივ კავშირზე ვართ, იმყოფებიან სახლში უსაფრთხოდ, არიან მფრინავები, ინჟინრები და ბორტ-გამცილებლები. 2 დღის განმავლობაში ცეცხლი არ შეყვეტილა. სახლიდან არ გადიან". - ამბობს ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.
ავიაკომპანიამ უკვე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო სამინისტროს, ასევე სუდანის კონსულს, მათ შორის გაეროსაც. ახლა ავიაკომპანია იმის მოლოდინშია, როდის მისცემენ იმის საშალებას ფრენა შეასრულონ. როგორც "ჯეო-სქაის" ვიცე-პრეზიდენტმა "პირველებთან" თქვა, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, იმ 20 თანამშრომლის გარდა, შეუძლიათ კიდევ 100 ადამიანი გამოიყვანონ ცხელი წერტილიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ახლა 50-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფებაა. უთავდებათ წყალი და საკვები პროდუქტები.
სულ სხვა რაოდენობაზე საუბრობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, ომის ზონაში 30 ქართველია.