სუდანში ჩარჩენილი ქართველები შველას ითხოვენ - საქართველოს მოქალაქეებს წყლისა და საკვების მარაგი ეწურებათ
სუდანში ჩარჩენილი ქართველები შველას ითხოვენ. საქართველოს მოქალაქეებს უკვე ეწურებათ წყლისა და საკვების მარაგი. სახლებიდან გასვლას კი ვერ ახერხებენ, რადგან შეტაკებები და სროლები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით ცხელ წერტილში ახლა ჩვენი ქვეყნის 50-მდე მოქალაქე იმყოფება. მათ შორის არიან ავიაკომპანიების "ჯეო სქაისა" და "მაი ვეი ეარლაინსის" თანამშრომლები. მათი მდგომარეობის შესახებ იციან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროში, თუმცა უწყება ჯერ მოქმედებაზე არ გადადის.
ავიაკომპანია "ჯეო-სქაი" ფრენის შესახებ თანხმობას საქართველოს მთავრობიდან ელოდება. მზად არიან ფრენა შესრულდეს და საკუთარი ეკიპაჟის გარდა, დაპირისპირების ეპიცენტრიდან სხვა მოქალაქეებიც გამოიყვანონ. თუ საჰარეო ხომალდით სუდანიდან გამოსვლა ვერ მოხერხდა, მაშინ შესაძლებელია ავტომობილით ეგვიპტის ან ეთიოპიის საზღვრამდე მისვლა. სუდანის დედაქალაქში ბომბები ახლაც ცვივა. დაღუპულია ასზე მეტი ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი კი ათასს აღემატება.
სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მთელი დღეა "პირველებს" უკავშირდებიან. რას ყვებიან ჩვენთან საუბარში? - ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.