"ცხედრები ქუჩებში ყრია, ორსული ქალი დაიღუპა სროლის შედეგად" - სუდანში ვითარება უკონტროლოა

18.04.23 11:15
"ცხედრები ქუჩებში ყრია, ორსული ქალი დაიღუპა სროლის შედეგად" - სუდანში ვითარება უკონტროლოა

სუდანში ვითარება უკონტროლოა - საქართველოში მცხოვრები სუდანის მოქალაქე "პირველებს" უყვება, რომ ბოლო რამდენიმე დღეა სუდანში უმძიმესი მდგომარეობაა, ცხედრები ქუჩაში ყრია და გარდაცვლილების ზუსტი რიცხვის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. 

სუდანის მოქალაქე ასევე ყვება, რომ ყველაზე ცხელ წერტილში სროლის შედეგად გარდაიცვალა მისი მეზობელი ორსული ქალიც. 

ძაან საშინელება ხდება ეხლა, ვეღარ აკონტროლებენ სიტუაციას, ორსული მეზობელი მყავდა, დაიღუპა სროლების შედეგად. უკვე აღარც საკვები აქვთ და არც წყალი. 160 ადამიანია დაღუპული, გარდა ამისა ცხედრები ქუჩაში ყრია და მათი რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება. 1200 ადამიანი არც ცოცხლებში ითლება და არც მკვდრებში". - ამბობს სუდანის მოქალაქე.

საქართველოს მოქალაქეები ისევ სამხედრო დაპირისპირების ეპიცნეტრში რჩებიან. საქართველოს ხელისუფლებამ სუდანში ჩარჩენილი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია.  50 ადამიანი უკვე რამდენიმე დღეა დაპირისპირების შუაგულშია, მოქალაეებს შორის არიან იმ ავიაკომპანიების თანამშრომლებიც ვინც სუდნაში ფრენებს ასრულებდა.

„მიმდინარეობს ისევ შეტაკებები სუდანში ქალაქში. ერთადერთი რაც არის სიახლე ის, რომ ჩვენი თანამშრომლები მომარაგებული არიან სასმელი წყლით და საკვებით და ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროსთან და სხვა პარტნიორ წევრ ქვეყნებთან ერთად, როდის შეათანხმებს ასე ვთქვათ უსაფრთხო კორიდორს. სანამ არ შეწყდება ცეცხლი გამორიცხულია იქ ვინმე გამოვიდეს შენობიდან და ევაკუაციაზე იყო საუბარი 3 დღის განმავლობაში ცეცხლი არ შეწყვეტილა. ფანჯრებში შევარდა ტყვიები, აქედან გამომდინარე კატეგორიულად გაფრთხილებული არიან და თვითონაც ერიდებიან გარეთ გასვლას. ძირითადად ესმით, რომ ისვრიან და ფეთქდება.“ - ამბობს "ჯეო სქაის" წარმომადგენელი.

ადგილზე ვითარება უკონტროლოა -კიდევ ერთი თავდასხმა ცოტახნის წინ ევროკავშირის ელჩის სახლზე განხორციელდა.