გაუშვებენ თუ არა ციხეში დაკავებულ ჟურნალისტებს? - სასამართლო გადაწყვეტილებას 5 საათზე გამოაცხადებს
გაუშვებს თუ არა ციხეში სამართლო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაკავებულ ჟურნალისტებს? ზურა ვარდიაშვილს და ბექა ჯიქურიშვილს 15 დღიანი პატიმრობა, ან რამდენიმე ათას ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ. საბოლოო გადაწყტილებას სასამართლო ზუსტად 5 საათზე გამოაცხადებს.
თავად ზურაბ ვარდიაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი დაკავების ბრძანება საპატრულო პოლიციის შეფმა გასცა.
"არ არის გამორიცხული, რომ ადმინისტრაციული წესითაც დამაპატიმრონ, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. მტავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი სასამართლო, რომელიც უკვე სახ.დეპის სანქციებითაც არის დადასტურებული, არის კორუმპირებული". - ამბობს ზურა ვარდიაშვილი.
„პუბლიკას“ რედაქტორი საპატრულო პოლიციის თანამშორმლებმა ძალის გადამეტებით მხოლოდ იმიტომ დააკვეს, რომ სიტყვა "მონას" სკანდირებდა.