ქვეყანა გმირებს ემშვიდობება - უკრაინაში დაღუპულ გმირებს დღეს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ
ქვეყანა გმირებს ემშვიდობება. უკრაინაში დაღუპულ მიხეილ მაზანაშვილსა და დავით ქუჩუკიანს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ქართველი მებრძოლების დაკრძალვის ცერემონია მათ მშობლიურ სოფლებში გაიმართება.
ორივე ქართველი გმირი უკრაინაში ომის დაწყებიდან იბრძოდა და 4 აპრილს ბახმუტთნ ოკუპანტებთან შეტაკებას ემსხვერპლა.
„არ მოველოდებოდი ამას, მაგრამ რა ვუყოთ. ყველაფერი დასრულდა. სამხედრო პატივით, ქართული ქრისტიანული წესით დავასაფლავებთ.“- ამბობს გარდაცვლილი გმირის ნათესავი.
უკრაინაში რუსეთის ომს ამ დროის მონაცემებით სულ 42 ქართველი გმირი ემსხვერპლა.