"საჭმელი გვითავდება, დენიც გათიშულია" - რას ყვება "პირველებთან" სუდანში ჩარჩენილი B737 ხომალდის მეთაური
სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ.
ავიაკომპანია "მაი ვეის" პილოტი, B737 ხომალდის მეთაური მამუკა მარკოზაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ საჭმლის მარაგი ეწურებათ და დენიც გათიშულია.
„დილიდან სროლები იყო, ბომბავდნენ. ახლა ამ მომენტში სიწყნარეა ქუჩებში. სროლა აღარ ისმის. ევაკუაციასთან დაკავშირებით არაფერი, სანამ საბრძოლო მდგომარეობა არ ჩაწყნარდება, როგორც ჩანს ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. როგორც იქ ვიყავით ისე ვართ რა. ფაქტიურად წყალი გვაქვს, საჭმელი გვითავდება. ადგილობრივმა კომპანიამ უნდა მოგვაწოდოს, რომელზეც ჩვენ ვრჩებით, მარაგი ფაქტიურად აღარ გვაქვს. ნუ ვცდილობთ, რომ როგორმე რაღაც შევკრიბოთ და რაღაცით გავიტანოთ თავი. დენიც გათიშულია კი, საღამოთი გვაძლევენ ორი საათით.“- ამბობს ხომალდის მეთაური.
მესამე დღეა საომარი მოქმედებების ეპიცენტრიდან საქართველოს გამოყვანა ვერ ხერხდება. საქართველოს ხელისუფლებამ სუდანში ჩარჩენილი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია.