წამება, დამცირება, არაადამიანური მოპყრობა - ნინოწმინდის პანსიონში მოზარდებზე ძალადობის საქმე სტრასბურგში წავიდა
წამება, დამცირება, არაადამიანური მოპყრობა - ნინოწმინდის პანსიონში მოზარდებზე ძალადობის საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს. პანსიონის 5-მა ყოფილმა აღსაზრდელმა ევრო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოში სამართალი ვერ იპოვა. წლებია, დაზარალებული ბავშვები და მათი უფლებადამცველები უმძიმეს ფაქტებზე რეაგირებას ითხოვენ. საგამოძიებო უწყებაში 50-მდე ბენეფიციარის ჩვენება დევს, თუმცა 3 წელია, სამართალდამცველები დუმილის რეჟიმში არიან.
ფაქტები კი შემზარავია. მათ შორის სავარაუდო სექსუალური ძალადობის. სასტიკი დასჯის მეთოდები ნებისმიერ გადაცდომაზე. მოზარდებს დღეების განმავლობაში საკვებს არ აძლევდნენ, არ ჰქონდათ დაძინების უფლება და აიძულებდნენ, შიშვლებს ევლოთ პანსიონში. ამ ყველაფერს თავად აღსაზრდელები ჰყვებიან, რომლებმაც უმძიმესი წლები გამოიარეს ნინოწმინდაში. თუმცა საგამოძიებო უწყებამ 50 ბენეფიციარიდან დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ ერთს მიანიჭა.
სარჩელი ევროსასამართლოში - ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში