ფიზიკური ძალადობა სომხური დიასპორის ხელმძღვანელზე - პოლიცია, ნიღბიანი თავდამსხმელების კვალზე ვერ გადის

22.04.23 14:05
ფიზიკური ძალადობა სომხური დიასპორის ხელმძღვანელზე - პოლიცია, ნიღბიანი თავდამსხმელების კვალზე ვერ გადის

სომხური დიასპორის ხელმძღვანელზე მომხდარი ფიზიკური ძალადობიდან 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე, პოლიცია ნიღბიანი თავდამსხმელების კვალზე ვერ გადის. გვაინ ღამემდე არტურ მირზოიანი სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევდა. ერთადერთი, რითიც, მირზოიანს მოძალადეების ამოცნობა შეუძლია, ხმაა, რადგან ვიზუალურად არც ერთი მათაგნი მსხვერპლს არ დაუნახავს. მირზოიანი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო პროვოკაციაზე ალაპარაკდა.

მიზანი ჰქოდნათ, რომ კარგად ვეცემე, რათა 23-24 აპრილს ჩირაღდნებით მსვლელობა თურქეთის საელჩოსტან, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ატარებს, არ ჩამეტარებინა. 2016 წლიდან არის მცდელობები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ამ პროტესტის ჩატარებას თურქეთის საელჩოსთან ხელი შუშალონ". - ამბობს მირზოიანი.

შეგახსენებთ, რომ მირზოიანს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. სამი მოძალადიდან, ერთი ვიდეოს იღებდა. დანაჩერნი ორი კი მამაკაცს გამეტებით ურტყავდა.

მსგავსი სიახლეები