ათასი მშობლის მარში - პროტესტი ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

08.03.21 17:51
ათასი მშობლის მარში - პროტესტი  ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

ათასი მშობლის მარში - თბილისში მშობლები  ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას  მოუწოდებენ, ძალადობის და გაუპატიურების შემთხვევებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

პროტესტი მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეებს შორის ქალთა უფლებების დამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. ისინი კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ.

ჩვენ გვინდ,ა რომ ყურადღება მიაქციონ სქესობრივ ძალადობას, გაუპატიურებას და საზარელ დანაშაულს, რომელიც სამწუხაროდ, ბავშვებსაც არ ინდობს ამ ქვეყანაში და ჩვენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოცარი შემთხვევების შესახებ გავიგეთ. სისტემა არის ჩამოშლილი, ის ვერ იცავს ბავშვებს. არ ვარგა კანონმდებლობა, ვერ მუშაობს პროკურატურა, - აცხადებს ქალთა უფლებების დამცველი, ბაია პატარაია.

დედაქალაქის გარდა მარში გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და კიდევ შვიდ ქალაქში იმართება.