ეს არის უპასუხისმგებლო და თავხედი ეპისკოპოსი - ანდრია სარია მეუფე სტეფანეზე

08.03.21 18:08
ეს არის უპასუხისმგებლო და თავხედი ეპისკოპოსი - ანდრია სარია მეუფე სტეფანეზე

ეს არის უპასუხისმგებლო და თავხედი ეპისკოპოსი - ასე ეხმაურება მამა ანდრია სარია მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს. ანდრია სარიას თქმით, მას შემდეგ რაც ეპარქიაში ჟურნალისტები დაშავდნენ, მეუფე სტეფანეს მათზე უნდა ეზრუნა. 

ესე ტირანულად არ უნდა ექცეოდეს ხალხს. ადამიანს, რომელიც ჩაიკეტა და მიეცა გალობას, თითქოს გალობით უშველიდა, მინიმუმ ბოდიში უნდა მოეხადა, პასუხისმგებლობა მათი მხრიდან ცოტა უცხოა,  მაგრამ დაშავებული ადამიანების ყურადღების მიქცევა ეპისკოპოსისთვის კი არა, ჩვეულებრივი მორწმუნის ვალდებულებაა. ეს არის უპასუხისმგებლო და თავხედი ეპისკოპოსი, რომელმაც მარტო დატოვა ყველა - ამბობს ანდრია სარია.

 ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. სასულიერო პირებს შორის ხელჩართული ჩხუბის დროს ხალხი აივნიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ხელი ჟურნალისტებსა და ოპერატორებს კრეს. დაშავებულები არიან ,,ტვ პირველის", ,,ფორმულასა"  და ,,რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები