ბენეფიტად მიიღო შვილის მოსამართლის თანამდებობა - ჯანეზაშვილი ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევაზე
იუსიტიციის საბჭოს არამოსართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი ალექსანდრე გზირიშვილი თანამდებობაზე მამამისმა მოაწყო.
ჯანეზაშვილი ამტკიცებს, რომ გზირიშვილი ე.წ. სასამართლო კლანის ახლო გარემოცვის წევრია.
ლევან გზირიშვილმა მთელი 4 წელი გამოიყენა იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა კლანისთვის. ის ბენეფიტად, სარგებლად, იღებს თავისი შვილის მოსამართლის თანამდებობას, მოგვიანებით ის ალბათ უვადოც გახდება, გზირიშვილის შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი ნეპოტიზმის, რომელსაც თავისუფლად ეწოდოს კორუფციაც კი", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი