ბანერები, დროშები და გალაკონცერტი ოპერის თეატრში - 300 ათასი ლარი 26 მაისის სამზადისში

19.05.21 11:44
ბანერები, დროშები და გალაკონცერტი ოპერის თეატრში - 300 ათასი ლარი 26 მაისის სამზადისში

ბანერები, დროშები და გალაკონცერტი ოპერის თეატრში - 26 მაისის სამზადისში მთავრობა 300 ათას ლარს იხდის. კულტურის სამინისტრო კონცერტისთვის 135 ათას ლარს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი  148 ათას ლარს დახარჯავს. 26 მაისის ღონისძიებებისთვის აღნიშნული თანხის გადახდას მთავრობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით ხსნის. 

26 მაისის ღინისძიების აღნიშვნის შესახებ განკარგულება პრემიერ-მინისტრმა 14 მაისს გასცა. იმის გამო, რომ 14 მაისიდან 26 მაისამდე დრო ძალიან ცოტაა, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები პირდაპირი წესით ფორმდება.  

კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე გამარტივებული ტენდერების რისკებზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება გამარტივებულ ტენდერებს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ კომპანიებზე არგებს. 

2012 წლიდან გამარტივებული ტენდერების 90% მათ კომპანიებზეა, მათთან დაახლოებულ კომპანიებზე არის მორგებული, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ მიიტანენ ფულს. ამიტომ, ყველა გამარტივებული ტენდერი არის ძალიან მაღალი რისკის. 26 მაისის ღონისძიებაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ნებისმიერი შესყიდვა, ეს იქნება მომსახურეობა, საქონელი, თუ მშენებლობა, ყველაფერი იქნება ერთ პირთან მოლაპარაკებით, - ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე. 
 

მსგავსი სიახლეები