სისხლიანი გარჩევა წყალტუბოში - პოლიცია ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს

19.05.21 12:47
სისხლიანი გარჩევა წყალტუბოში - პოლიცია ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს

სისხლიანი გარჩევა წყალტუბოში - გომელაურის უწყება ამ დრომდე ეძებს ბრალდებულს, რომელმაც მეთორმეტე კლასის მოსწავლე მუცლის არეში დაჭრა და მიიმალა. 

"პირველების" ინფორმაციით, არასრულწლოვანი ჯერ საქმის გარჩევაზე დაიბარეს, რასაც ანგარიშსწორება მოჰყვა.  კონფლიქტი სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რომელშიც არასრულწლოვნებთან ერთად, სრულწლოვანი ბიჭებიც მონაწილეობდნენ. 

ერთ-ერთი ვერსიით ჩხუბი დაჭრილის თანაკლასელი გოგონას გამო მოხდა.  მოზარდი სავარაუდოდ, სრულწლოვანმა მამაკაცმა დაჭრა.

შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.