3500 დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის აღსრულების ბიუროს მაღალჩინოსანი დააკავეს

19.05.21 13:02
3500 დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის აღსრულების ბიუროს მაღალჩინოსანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსმა მოქალაქეს გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3500 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.