150 ლარიანი VIP მომსახურეობა ვაქცინირებულ მოქალაქეებს- ღუდუშაურის კლინიკის ფასიანი სერვისი

19.05.21 13:32
150 ლარიანი  VIP მომსახურეობა ვაქცინირებულ მოქალაქეებს- ღუდუშაურის კლინიკის ფასიანი სერვისი

ღუდუშაურის კლინიკა ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის 24 საათიანი მონიტორინგი სურს,  VIP მომსახურეობას სთავაზობს.  მომსახურეობის ღირებულება 150 ლარია.

ღუდუშაურის კლინიკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გადწყვეტილება  VIP მომსახურეობაზე იმის გამო მიიღეს, რომ ბევრ ვაქცინირებულს აქვს შიში, რომ აცრის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება და სამედიცინო დაწესებულება მათ 24 საათიან მონიტორინგს 150 ლარის სანაცვლოდ გაუწევს.

საქართველოში აცრა უფასოა.