ულტიმატუმი გაფიცულებს - "ბორჯომი" დასაქმებულებთან მოლაპარაკებებს პროფკავშირის გარეშე ითხოვს

19.05.21 13:31
ულტიმატუმი გაფიცულებს - "ბორჯომი" დასაქმებულებთან მოლაპარაკებებს პროფკავშირის გარეშე ითხოვს

კომპანია "ბორჯომის" ადმინისტრაცია გაფიცულ მუშებს  ულტიმატუმს უყენებს და მოუწოდებს, რომ მოლაპარაკებები პროფკავშირების გარეშე გაიმართოს. გაფიცული მუშები ამბობენ, რომ მათი ინტერესების დამცველების თანხლების გარეშე ადმინისტრაციასთან საუბარს არ აპირებენ. 

პროფკავშირის წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანიის ადმინისტრაცია უკავშირდება მძღოლებს და  პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ  მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს. 

შეგახსენებთ, რომ "ბორჯომის" ქარხანა უკვე მეორე დღეა, პარალიზებულია. 400-ზე მეტი დასაქმებული  შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვს.