უცოდინარობისა და ვანდალიზმის შედეგი - სამოქალაქო აქტივისტები გელათის ფრესკების დაზიანებაზე

19.05.21 13:59
უცოდინარობისა და  ვანდალიზმის შედეგი - სამოქალაქო აქტივისტები გელათის ფრესკების დაზიანებაზე

გელათში უნიკალური მხატვრობა ისევ ნადგურდება, სამონასტრო კომპლექსში ფრესკები დაზიანდა. მიზეზი კვლავ წვიმა გახდა, რადგან არასწორად ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო მონასტერში ტენიანობა ისევ მაღალია. გელათის განდგურების პროცესი  წლებია,  გრძელდება, ხელისუფლება რესტავრაციაზე  მილიონებს ხარჯავს, თუმცა აღდგენის ნაცვლად სამონასტრო კომპლექსი განდგურების ზღვარზეა.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ რაც გელათში ხდება, ეს არის არაკომპეტენტურობის ბრალი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენელი, ვახო სიხარულიძე, აცხადებს, რომ უნდა მოხდეს გელათის ტაძრის კონსერვაცია.

ეს არის  არაკომპეტენტურობის, უცოდინარობის, არაკვალიფიციურობის, ინსტიტუციონალური ვანდალიზმის შედეგი. გამოსწორების შანსი არაა, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. თუ არსებობს კონსერვაციის საშუალება, კლიმატისა და უყაირათობის, მავნებლობის ზეგავლენა რომ შეჩერდეს. - აცხადებს ვახო სიხარულიძე.

სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ელოდებიან სახელმწიფოს მიერ მოწვეულ ექსპერტს იტალიიდან, რომელმაც პრობლემა ადგილზე უნდა შეიწავლოს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ რეაბილიტაციის პროცესი გამჭვირვალე გახადოს.