"ქურდებს სიცოცხლე" - წარწერა სკოლის დაფაზე მანდატურის სამსახურის უფროსის ვიზიტის პარალელურად

19.05.21 14:04
"ქურდებს სიცოცხლე" - წარწერა სკოლის დაფაზე მანდატურის სამსახურის უფროსის ვიზიტის პარალელურად

"ქურდებს სიცოცხლე" - მსგავსი შინაარსის წარწერა დაახვედრეს თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეებმა მანდატურის სამსახურის უფროსს, გელა გელაძეს. 

"Жизнь ворам" - ეწერა ერთ-ერთი კლასის დაფაზე, მაშინ, როცა გელაძე სკოლაში არსებულ მდგომარეობას ეცნობოდა. 

ტვ პირველი მანდატურის სამსახურის დაუკავშირდა, თუმცა უწყება ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს. 

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერია მხოლოდ ის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ძველი თბილისის რაიონის საჯარო სკოლებს ეწვია და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო, თუმცა 51-ე სკოლის ინცინდენტზე უწყება არაფერს ამბობს.