"ქურდებს სიცოცხლე" - წარწერა სკოლის დაფაზე - მანდატურის სამსახური დუმს
"ქურდებს სიცოცხლე" - თბილისის 51-ე სკოლის, ინცინდენტზე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური დუმს.
ტვ პირველი მანდატურის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.
"ქურდებს სიცოცხლე" - მსგავსი შინაარსის წარწერა დაახვედრეს თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეებმა მანდატურის სამსახურის უფროსს, გელა გელაძეს.
"Жизнь ворам" - ეწერა ერთ-ერთი კლასის დაფაზე, მაშინ, როცა გელაძე სკოლაში არსებულ მდგომარეობას ეცნობოდა.