ეს კონფლიქტი გარე ძალების მიერ იყო ინსპირირებული - მამა ანდრია ჯაღმაიძე დმანისზე

19.05.21 14:56
ეს კონფლიქტი გარე ძალების მიერ იყო ინსპირირებული - მამა ანდრია ჯაღმაიძე დმანისზე

როცა ადგილზე ჩავედით, რა სიტუაციასც დაგვხვდა ადგილზე, ცხადი გახდა, რომ კონფლიქტი გარე ალების მიერ იყო ინსპირეირებული - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ დმანისში სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეთნოსის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და კონფლიქტის საფუძველი მათ შორის არ არსებობს. გარადა ამისა, სასულიერო პირი ამბობს, რომ მედიამ კონფლიქტის გაშუქებისას ტერმინი ეკომიგრანტი არსწორ კონტექსტში იხმარა, რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია.

 

იმ დღეს მშვიდობისკენ გადაიდგა ნაბიჯი, ეს სასიხარულო, მნიშვნელოვანი ამბავია, ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ ნაბიჯს გამყარება სჭირდება, რომ მოხდეს ყველა პრობლემის საბოლოოდ  აღმოფხვრა. კონფლიქტის დარეგულირებაში და შერიგებაში მონაწილეობდა სხვადასხვა მხარე,  სახელმწიფო, ადგილობრივი სასულიერი პირები და საპატრიარქოც. იქ იყვნენ ადგილობრივი ასაკოვანი პირები, რომელთაც ავტორიტეტი აქვთ მოსახლეობაში, მათი ჩართულობით პირველი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობისაკენ, მადლობა ეკუთვნის ყცელას და საპატრიარქოსაც, მათ შორის. თუმცა ვერ ვიმჩნევთ, ვერ ვხედავთ, საკმარისი გამოხმაურება არა აქვს ამ შერიგების სიხარულს, 

ჩვენ გვისვამენ შეკთხვას, რატომ იღებდა საპატრიარქო ამ მოვლენებში მონაწილეობას, როცა ჩვენს მიმართ ნდობა არსებობს, ეს ნდობა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა მშვიდობიანი თანაცხოვრება შეძლონ. მსგავს სიტუაციებში ეკლესიის ეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ავღნიშნო, რომ ცილისწამება ეკლესიის მიმართ აზიანებს და ამცირებს ეფექტურობას...

აზერბაიჯანელ მოსახლეობას ჩვენ ვიცნობთ, როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც შვიდობისმოყვარულებს, მეგობრულ, მშრომელ, პატიოსან ადამიანებს, ჩვენც ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ და ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობა ჩვენს ერთ ოჯახში აუცილებელი პირობაა, ამიტომ მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი დაყოფა ეთნიკური ნიშნით სახიფათოა, ეს იყო მცდელობა,  ყოფითი მომენტის გადატანა ფართო დაპირისპირებაში. 

სამწუხაროა, რომ ტერმინი ,,ეკომიგრანტები" ცუდ კონტექსტში იყო ნახსენები, ამან დილიდან გამოიწვია უკმაყოფილება, თუმცა ტელევიზიები მთელი დღის გამნავლობაში ამ ტერმინს ხმარობდნენ, ეს იყო საკვირველი, რადგან აი ამ ფონზე, როცა ტერმინი მათ გაღიზიანებას იწვევდა, საჭიროა მეტი დაფიქრებულობა, რომ ეს კონფლიქტი კი არ გავაღვივოთ, არამედ, ხელი შევუწყოთ მშვიდობას. ალბათ, მედიიასაც მართებს დაფიქრება, რა შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო, რომ არ მომხდარიყო ესკალაცია ვითრებისა. 

გამომდინარე იქიდან, რა ვითარებაც ადგილზე გაგვხვდა, როცა ჩავედით, სრულიად ცხადი გახდა, რომ კონფლიქტი გარედან იყო ინსპირირებული რაღაცა ძალის მიერ, იყო ამ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა, ცუდი იქნება, თუ ჩვენ დროულად ვერ აღვკვეთავთ მსგავს მცდელობას, რადგან მოსახლეობაში არის სხვაგვარი განწყობა, რომელიც კონფლიქტურ სიტაუაციას არ შეესაბამება - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დმანისში დაპირისპირება ადგილობრივ ჯგუფებს შორის 16 მაისს მოხდა.  

მსგავსი სიახლეები