სახელმწიფოს არ შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს ქურდულ მენტალიტეტს - რამინაშვილი 51-ე სკოლაში მომხდარზე

19.05.21 15:08
სახელმწიფოს არ შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს ქურდულ მენტალიტეტს - რამინაშვილი 51-ე სკოლაში მომხდარზე

განათლების სფეროს ექსპერტის, მარიამ რამინაშვილის, შეფასებით, 51-ე სკოლაში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სახელმწიფო სკოლებში ქურდული მენტალიტეტის გავრცელებას ვერ აკონტროლებს. რამინაშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ ეს ფაქტი სწორედ 51-ე სკოლაში მოხდა.

ყველა ვარიანტში იყო მომზადებული შეხვედრა, რომლის მიმართაც ამ ტიპის წარწერა პირდაპირ ნიშნავს პროტესტს ამ ტიპის დაწესებულების მიმართ, ერთი მხრივ და ზოგადად, სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, ეს არის საზოგადოების რეაქცია უფრო ნათლად ნათქვამი და ძალიან სიმპტომატურია, რომ ეს 51-ე სკოლაა და ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმიტომ, რომ თვითონ ხომ ყველამ კარგად იცის, რომ ვერ გაიმარჯვა სიმართლემ ზუსტად ასეთივე ძალადობის მიმართ. სამინისტროა, თუ მთავრობა, როგორც ჩანს, არ შეუძლია, ქურდულ სამყაროს გაუწიოს წინააღმდეგობა", - ამბობს მარიამ რამინაშვილი. 

მსგავსი სიახლეები