საპატრიარქოში მედია მხოლოდ პისიარ ტესტის ცნობის წარდგენის შემდეგ შეუშვეს

19.05.21 15:23
საპატრიარქოში მედია მხოლოდ პისიარ ტესტის ცნობის წარდგენის შემდეგ შეუშვეს

საპატრიარქოში დღეს დმანისში განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა. საპატრიარქოში შესასვლელად მედიას განსაკუთრებული კონტროლის გავლა მოუხდა. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ან ბოლო 3 დღის განმავლობაში ჩატარებული პისიარ ტესტი უნდა წარედგინათ, ან კორონა ვირუსი უნდა ჰქონოდათ გადატანილი.

ტვ პირველის კითხვაზე, აპირებს თუ არა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს.

 

მსგავსი სიახლეები