გაფიცვა ბორჯომში - პროტესტის ადგილას ანტონ ობოლაშვილი მივიდა

19.05.21 15:38
გაფიცვა ბორჯომში - პროტესტის ადგილას  ანტონ ობოლაშვილი მივიდა

ბორჯომის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, "ბორჯომის" საწარმოში, პროტესტის ადგილას,  მივიდა. ანტონ ობოლაშვილის თქმით, ის აპირებს, გაფიცულ თანამშრომლებსა და საწარმოს ადმინისტრაციას შეხვდეს და მოლაპარაკებაში მედიატორის როლი შეასრულოს. 

მე ვარ მაჟორიტარი. რა ფორმითაც ეკუთვნის მაჟორიტარს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შევძლოთ მოლაპარაკების მიღწევა და ბიზნესმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა, ამავდროულად დაცული იყოს თანამშრომელთა უფლებები. ამისთვის ვარ, რომ მოვუსმინო თანამშრომლებს ", - ამბობს ანტონ ობოლაშვილი. 

მსგავსი სიახლეები