“წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ” - სამოქალაქო აქტივისტების აქცია
“წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ” - რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
აქტივისტებმა ევროკავშირის და საქართველოს დროშები გაშალეს და პარლამენტისკენ მსვლელობით წავიდნენ.
ამასთან, აქტივისტები სკანდირებენ: “არა რუსულ რეჟიმს”, “საქართველო". გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.