საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

26.05.23 12:25
საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. კაცი, რომელიც  აქციაზე არასრულწლოვან შვილებთან ერთად პროტესტის გამოსახატავად იმყოფებოდა და სურდა ევროკავშირის დროშას ეფრიალა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ხელმბორკილები დაადეს.

ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნული პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი.

„პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი. აქცია ჩაატარონ პარლამენტის წინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, მოვუწოდებთ, რომ აქცია დაასრულონ პარლამენტთან ნუ გადავლენ და ნუ ჩაშლიან ღონისძიებას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დროშას - აქციის მონაწილეები არ შევუშვით და არა დროშიანი ადამიანები“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პარლამენტთან ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები