გელათში ისტორიული ფრესკები ნადგურდება და ძირს იყრება - ექსპერტები რესტავრაციის დაჩქარებას ითხოვენ

19.05.21 17:45
გელათში ისტორიული ფრესკები ნადგურდება და  ძირს იყრება - ექსპერტები  რესტავრაციის დაჩქარებას ითხოვენ

გელათში მე-12-ე მე-17-ე საუკუნის ფრესკები ნადგურდება და  ძირს იყრება. სახელმწიფო კი ამ პრობლემის მოგვარებას დროულად ვერ ახარხებს.

სპეციალისტები, რომლებმაც გელათის ტაძრის საგანგაშო მდგომარეობა შეისწავლეს დროული რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი, აცხადებს, რომ ქართველ ექსპერტები არ არიან მზად, დაგეგმონ კონტრღონისძიებები და ამიტომ აუცილებელია, საუკეთესო უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა, რომლებიც კრიზისისდან გამოსვლის გეგმას შეიმუშავებენ. 

 ფრესკებმა დაიწყო იმ ადგილებშიც ჩამოცვენა, სადაც არ ცვიოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2 ყველაზე მთავარ ტაძარში ეს პროცესი უფრო ინტენსიური გახდება და დანაკარგი იქნება ძალიან დიდი. ქართველი ექსპერტები ამისთვის მზად არ ვართ, რომ კონტრღონისძიებები დავგეგმოთ, ამიტომ სასწრაფოდ არის ჩამოსაყვანი ყველა ცნობილი ადამიანი, 6- 10 სპეციალისტი, რომლებმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად შეჯერებული აზრი უნდა დადონ კრიზისიდან გამოსასვლელად, გელათის ფრესკები არის ინტენსიური დაფხვნის დე ჩამოცვენის ეტაპზე, გელათი დღეს მიტოვებულია ალალბედზე. - აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი

ექსპერტების განცხადებით,  სახელმწიფო რომ იუნესკოს ექსპერტების ჩამოყვანას გეგმავდა, ეს 4 თვის წინათაც იყო ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები