"ვიყოთ ფხიზლად გამარჯვება ახლოსაა, საქართველო იქნება ერთიანი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო"- პაატა მანჯგალაძე

26.05.23 16:10
"ვიყოთ ფხიზლად გამარჯვება ახლოსაა, საქართველო იქნება ერთიანი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო"- პაატა მანჯგალაძე

 “გილოცავთ სახემლწიფოფის დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ათასწლეულების მანძილზე დიდი ფასი გადავიხადეთ იმისთვის, რომ გვეამაყა ჩვენი ერით და სახელმწიფოთი. მადლობა ჩვენს გმირ წინაპრებს ვისი მეოხებით და ბრძოლითაც მოვიპოვეთ თავისუფლება"- "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველოს, ჩვენს თავისუფლებას მუდმივი დაცვა სჭირდება. 1918 წლის 26 მაისს, ჩვენ ხელახლა მოვიპოვეთ თავისუფლება მაგრამ 1921 თებერვალში ვერ დავიცავით. ვიყოთ ფხიზლად გამარჯვება ახლოსაა, საქართველო იქნება ერთიანი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

დღეს ასევე ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა!
დიდება გმირებს 
დიდება საქართველოს 
არა ქოცობას 
არა ღალატს” - პაატა მანჯგალაძე