"ამაყი ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად გადაწყვიტოს მომავალი" - ტიხანოვსკაია ქართველებს 26 მაისს ულოცავს
ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხებში.
"გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს ამაყი ხალხი იმსახურებს, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ააშენოს წარმატებული ცხოვრება მშვიდობიან დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საქართველოში ჩვენი მეგობრების ევროპულ მისწრაფებებს"