21 მაისს ელექტრომომარაგება თბილისის უბნებს დროებით შეუწყდება

19.05.21 19:30
21 მაისს ელექტრომომარაგება თბილისის  უბნებს დროებით შეუწყდება

სააქციო საზოგადოება ,,თელასის" ინფორმაციით, 21 მაისს მიმდინარევ გეგმიური სამუშაოების გამო თბილისის სხვადასხვა ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ორგანიზაცია ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.

მთაწმინდის რაიონი
 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, ბროსეს, ჭანტურიას და ლადო ალექსი მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
 00:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის ქუჩის  მოსახლეობას.
 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავაჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, ტაბიძის, ცხვედაძის, რაზმაძის და მარუხის გმირების ქუჩების    მოსახლეობას.
 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კანდელაკის, დარასელიას, გახოკიძის, შარტავას, გაგარინის და ანაგის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის, პეტრე-პავლეს, გუჯარეთის, მელაანის, პაპიაშვილის და აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კიევის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, შუშის, ტაძრის, ლაზოს, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და  ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ,,თელასი" მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.