დაჭრა ვაკეში - ვინ არის თავდამსხმელი და რა გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი? (ახალი დეტალები)

26.05.23 17:54
დაჭრა ვაკეში - ვინ არის თავდამსხმელი და რა გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი? (ახალი დეტალები)

"პირველების" ინფორმაციით, თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოტივი წარსული მომხდარი კონფლიქტია. ირკვევა, რომ კაფეში ცეცხლი ნიკოლოზ ჯამასპიშვილმა გახსნა. 

ირკვევა, რომ  ჯამასპიშვილი გუშინ დაჭრილი გუგა ფირცხალავას უახლოესი მეგობარი იყო, თუმცა მათ შორის ურთიერთობა 2 წლის წინ სტადიონზე დაიძაბა, რის შემდეგადაც ორი ყოფილი ფეხბურთელი ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდა. თავის დროზე ისინი ერთ გუნდში თამაშობდნენ. 

"დინამო-სოხუმის" აკადემიის მწვრთნელი და სავარაუდო დამნაშავის მამა, მეგობრებს შორის კონფლიქტს ადასტურებს. რაც შეეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, ირაკლი ჯამასპიშვილი ამბობს, რომ შვილს სისხლიან გარჩევამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრა და გარკვეული კონფლიქტის ხმებიც გაიგო. 

მწვრთნელმა არ იცის, სად არის მისი შვილი. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. თუმცა გომელაურის უწყება არაფერს ამბობს, დააკავეს თუ არა თავდამსხმელი. 

რაც შეეხება 26 წლის გუგა ფირცხელავას, მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ახალგაზრდას გადაუდებელი ქირურგიული დახმარება გუშინვე ჩაუტარდა. ის კონტაქტურია, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, პოლიციას მომხდარის შესახებ არაფერს ეუბნება.