სისხლიანი დაპირისპირება წყალტუბოში - ინციდენტში მონაწილე პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

19.05.21 20:21
სისხლიანი დაპირისპირება წყალტუბოში - ინციდენტში მონაწილე პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

წყალტუბოში, მესამე საჯარო სკოლის მოსწავლიის დაჭრის საქმეში მონაწილე პირი გამოკითხვაზე პოლიციაში მივიდა. დავით ბენიძე წყალტუბის პოლიციის  რაიონულ განყოფილებაში ადვოკატთან, ლედი ტუკვაძესთან  ერთად გამოცხადდა.

ტუკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობა თავად გადაწყვიტა.

მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთამ და ნებისმიერ კითხვას გავცეთ სრულყოფილი პასუხი", - ამბობს ადვოკატი.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლოს მეთორმეტეკლასელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული სხვისი მხრიდან განხორციელებილ ძალადობაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ დაზიანება წაქცევის შედეგად მიიღო.  

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 117-ე მუხლით დაიწყო.