კობახიძის 26 მაისი - შეზლონგზე მწოლიარე "ოცნების" თავმჯდომარის ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო
სად იყო "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმ დროს, როდესაც სრულიად ხელისუფლება 26 მაისის ღონისძიებას ესწრებოდა. ირაკლი კობახიძე იქვე, რუსთაველის გამზირზე აუზზე ირუჯებოდა, მის თავზე კი საჰაერო ძალების ვერტმფრენები დაფრინავდნენ.
საცურაო კოსტუმში შეზლონგზე მწოლიარე პარტიის თავმჯდომარის ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო.
რატომ არ დაესწრო კობახიძე საზიმო ღონისძიებებს? იყო თუ არა ეს ღია დემარში ღარიბაშვილის მთავრობის? ფაქტია, რომ ქვეყნის ერთ-ერთმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა და ივანიშვილის პოლიტიკურმა მემკვიდრემ პრემიერის გუნდთან გვერდით ჯდომას დღეს აუზზე გარუჯვა ამჯობინა.
"ქართული ოცნების" ლიდერის ეს დემონსტრაციული ნაბიჯი კი ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვისაც რთული ასახსნელი იყო. ჟურნალისტების კითხვებზე მთავრობის წევრებს არგუმენტების მოძებნა აშკარად უჭირდათ.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.