"მეგონა, მადლობას მეტყოდნენ, გაუგებარი ქარიშხალი ამოვვარდა" - პუტინი სავიზო რეჟიმის მოხსნაზე

26.05.23 21:05
"მეგონა, მადლობას მეტყოდნენ, გაუგებარი ქარიშხალი ამოვვარდა" - პუტინი სავიზო რეჟიმის მოხსნაზე

ის რეაქცია, რაც ვიზების გაუქმებას საქართველოში მოჰყვა, ჩემთვის სიურპრიზი იყო, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საუბრობს. ვლადიმერ პუტინის თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო ქართველებისგან მადლობას ელოდა. 

გულწრფელად რომ ვთქვათ, რეაქცია რომელიც გადაწყვეტილებას მოჰყვა, ჩემთვის სრული სიურპრიზი იყო. მე მეგონა, რომ ყველა იტყოდა: მადლობა, კარგია, მაგრამ არა, ამ საკითხზე რატომღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამოვარდა, ძალიან უცნაურად და მოულოდნელად, - ამბობს ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი.