თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - ჩამტვრეულია ფილიალის მინები და 15-მდე ჩარიცხვის აპარატი
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ფილიალის მინები და 15-მდე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაამტვრიეს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ბანკის პერიმეტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.