წალკაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადაბრუნდა - არის მსხვერპლი (კადრები)
ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული - წალკაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ტრაგედიის ადგილიდან კადრები "პირველებს" ტელეკომპანია "ტოკ ტვ-იმ" მოაწოდა.
გარდაცვლილიც და დაშავებულებიც ტექნიკური ჯგუფის წევრები არიან.
უბედური შემთხვევა წალკაზე გამავალ საერთაშორისო სარკინიგზო მონაკვეთზე გუშინ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275 მუხლით დაიწყო.
არსებობს ინფორმაცია, რომ სარკინიგზო ინფრასტურქუტრა წალკაში დიდი ხანია მოშლილია და მატარებლით გადაადილება აღნიშნულ მონაკვეთზე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.