პრეზიდენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ არ ჰყავდეს ქვეყანას უკანონო პატიმარი - დეა მამისეიშვილი

27.05.23 16:21
პრეზიდენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ არ ჰყავდეს ქვეყანას უკანონო პატიმარი - დეა მამისეიშვილი

"მთავარი არხის" ოფისთან საზოგადოება შეკრებას იწყებს. არხის ჟურნალისტის დეა მამისეიშვილის თქმით, დღეს ყველამ უნდა უთხრას საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული მომავლისთვის, აიღოს პასუხისმგებლობა და შეიწყალოს ნიკა გვარამია.

ჩვენ გელოდებით მთავარ არხში, ერთად მსვლელობით შევუერთდებით ორბელიანის მოედანზე აქციას, სადაც იქნება მთავარი გზავნილი სალომე ზურაბიშვილისთვის, რომ მან უნდა გამოიყენოს დისკრეციული უფლება და მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ არ ჰყავდეს ქვეყანას უკანონო პატიმარი. ასევე, ეს იქნება გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ მედია ერთად დგას და სამოქალაქო საზოგადოებას ამ ქვეყანაში აკრგად ესმის, ევროპული მომავლის მნიშვნელობა და ძალიან კარგად ესმის ისიც, რომ ნიკა გვარამიას თავისუფლების გარეშე ეს ისტორიული სურვილი და მიზანი დარჩება მიუღწეველი". - ამბობს დეა მამისეიშვილი. 

ნიკა გვარამიას  მეგობრები და მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან. ზუსტად ექვს საათზე, შეკრება ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან არის დაგეგმილი. 

მსვლელობა ორბელიანზე მთავარი არხის ოფისიდან დაიწყება, სადაც დღეს ღია კარის დღეა და სადაც ხალხი უკვე შეკრებას იწყებს.