არა ნამახვანჰესს - აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

20.05.21 10:11
არა ნამახვანჰესს - აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათზე შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით,  აუცილებელია "დიდი ერთობა". 

ამ დღემ უნდა თქვას თავისი სიტყვა ამ მიმართულებით, ხელისუფლებამ შეხედოს ერთ მნიშვნელოვან რამეს, ჩვენი სიმრავლე ვერ იქნება დაძლევადი ვერცერთი მათთვის კარგად ნაცადი ხერხით", - აცხადებს გოლეთიანი.