ნიკა გვარამიას თავისუფლება პირდაპირ უაკვშირდება ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს - პაატა იაკობაშვილი

27.05.23 17:20
ნიკა გვარამიას თავისუფლება პირდაპირ უაკვშირდება ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს - პაატა იაკობაშვილი

"მთავარი არხის" წამყვანის პაატა იაკობაშვილის თქმით, ნიკა გვარამიას თავისუფლება პირდაპირ უაკვშირდება ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ამირომაც პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტი და შეიყალოს "მთავარი არხის" დამფუძნებელი.

პრეზიდენტს ძალიან გვინდა ვთხოვოთ, რომ შეიწყალოს ნიკა, მართალია ჩვენ მისგან ამას დიდი ხანია ველოდებით და ცოტა არ იყოს იმედგაცრუების ზღვარზე ვართ. მაგრამ, მნიშვნელოვანია ის, რომ მარტო ნიკა თავისუფლებაში აღარ არის უკვე საქმე. ნიკას თავისუფლება დღეს პირდაპირ უაკვშირდება ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომელთანაც სალომე ზურაბიშვილიც მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამიტომ, აუცილებელია, რომ ნიკა გათავისუფლებით, სალომე ზურაბიშვილმა გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ". - ამბობს პაატა იაკობიაშვილი. 

გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მთავარი არხიდან პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობა მიმდინარეობს.