თაღლითები და ადიკო ივანიშვილი - ვინ მფარველობს ღარიბი ადამიანების მძარცველებს?
თაღლითობის მასშტაბური სქემა - მოქალაქე ლელა ნაცვალძეს ქართველი ემიგრანტების მასობრივ ძარცვაში ადანაშაულებენ. ხალხი, ვინც სამშობლო სიდუხჭირის გამო დატოვა, ამტკიცებს, რომ ქალი ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის მფარველობით სარგებლობს.
არსებობს აუდიო-ჩანაწერი, სადაც ლელა ნაცვალაძე აღიარებს, რომ ათობით ემიგრანტისთვის ფული აქვს დასაბრუნებელი, თუმცა ამბობს, რომ ხალხს კუთვნილს არ მისცემს და პოლიციაში ჩივილისაც კი არ ეშინია.
როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, ყველაფერი სოციალურ ქსელში მომხიბლავი შეთავაზებით დაიწყო - მომხმარებელი კლიენტებს ავიაბილეთებს საოცრად იაფად სთავაზობდა, ევროპაში სამუშაოდ წასვლის მსურველი ქართველები, ვინც ბილეთის ფულსაც კი ვერ აგორებდა, შეთავაზებით დაინტერესდნენ და ლელა ნაცვლაძისა დასახლებულ ანგარიშზე ფული ბილეთის შესაძენად ჩარიცხეს.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ტრანზაქციების დიდი ნაწილი ავთანდილ ქავზინაძის სახელზე შესრულებული. ის ლელა ნაცვალაძის ქმარია. საბოლოოდ, ხალხმა ფული გადაიხადა, თუმცა ევროპაში წასასვლელი ავიაბილეთები ვერ მიიღო.
დაზარალებულ ემიგრანტებმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში იპოვეს. თხოვნის ჩივილის მუქარის და ყოველდღიური ზარების მიუხედავად, ფული ვერავინ მიიღო. დაზარალებულებს, ლელა ნაცვალაძე ადიკო ივანიშვილის სახელით ემუქრება.
შაბათის ეთერმა მოიპოვა ათეულობით ადამიანის მიერ ავიაბილეთებში გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტები. გადარიცხვებში ნათლად ჩანს, რომ ათასობით ლარი ლელა ნაცვალაძის ქმრის ავთანდილ ქავზინაძის სახელზე ირიცხებოდა. ერთი წლის განმავლობაში ემიგრანტებისგან ნაცვალაძეს დაახლოებით 60 ათასი ლარი აქვს აღებული.
ივანიშვილის ძმასთან კავშირს ნაცვალაძე ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ივანიშვილი მისი მფარველი არასდროს ყოფილა. ლელა ნაცვალაძე არ უარყოფს რომ ავიაბილეთების სანაცვლოდ ხალხს ათბობთ ლარი გამოართვა, თუმცა ბილეთები არ მისცა. ახლა ყველაფერს თაღლითობაში მხილებული, ვებ- გვერდს აბრალებს საიდანაც ბილეთები უნდა გამეწერა და შემდეგ დაიბლოკა.
პოლიცია ამ დრომდე დუმს. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ნაცვალაძის თაღლითობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით უკვე სამი ქალაქის პოლიციის განყოფილებებშია შესული. ბათუმის, რუსთავისა და ოზურგეთის საგამოძიებო ჯგუფებმა ახლა სიმართლე უნდა დაადგინოს, ვის ინტერესებში შედიოდა წლის ყველაზე მასშტაბური ძარცვა.
ვინ მფარველობს ღარიბი ადამიანების მფარველებს? - თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟი