ასელ აიტპაევას საქმე - ყაზახი გამომძიებლები დღეს ბრალდებულ ბესიკ თოდრუას დაკითხავენ
თბილისში, გაურკვეველ ვითარებაში გარადცვლილი 26 წლის ასელ აიტპაევას საქმეზე ყაზახური მხარე დღეს დაკავებულ ბესიკ თოდრუას დაკითხავს.
შეგახსენებთ, ყაზახი გამომძიებლების ჯგუფი თბილისში, წერეთლის პოლიციის შენობაში, გუშინ, საქმის მასალებს 3 საათის განმავლობაში ეცნობოდა. გუშინვე გამოკითხეს საქმის ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ბრალდებულ მურად მეირბეკოვის მეგობარია.
გამომძიებლები თბილისში მტკიცებულებებს მურად მეირბეკოვის წინააღმდეგ აგროვებენ. მათ 10 დღიანი ვადა აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებების შეგროვება განსაზღვრულ დროში არ მოხერხდა, ყაზახურ მხარეს მეირბეკოვის გათავისუფლება მოუწევს. 26 წლის გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია, ყაზახურ მხარეს დროულად გადაეცეს ექსპერტიზის პასუხები.
მეირბეკოვი ყაზახეთში 16 მაისს დააკავეს, მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. ქართულმა სასამართლომ კი მეირბეკოვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
26 წლის ასელ აიტპაევა 5 მაისს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ 6 მაისს 57 წლის ბესიკ თორდუა დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 7 მაისს, გაუპატიურების ბრალდებით, წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
ღონისძიების ფარგლებში, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს განიხილავდნენ და საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ.