28 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ - რა მოხდა პოილციის განყოფილებაში?

27.05.23 21:45
28 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ - რა მოხდა პოილციის განყოფილებაში?

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს სასტიკად სავარაუდოდ პოლიციელები გაუსწორდნენ - "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ზაქრაძს სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა საცხოვრებელ მისამართზე მიაკითხეს და კონკრეტული კითხვების დასმის მოტივით სახლიდან გაიყვანეს.

რამდენიმესაათიანი გაუჩინარების შემდეგ 30 წლამდე ახალგაზრდა ოჯახმა ძველი პოლიციის განყოფილებასთან, უმძიმეს მდგომარეობაში იპოვა, კაცს თავისა და კისრის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, ამიტომ მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. 

პირველი კადრები "შაბათის ეთერმა" "ალადაშვილის კლინიკაში" გადაიღო, კაცი იმდენად ნაცემი იყო, რომ გადაადგილება და საუბარი უჭირდა. 

მომხდარიდან რამდენიმე საათში 28 წლის მშობლები "შაბათის ეთერს" უყვებოდნენ, რომ მათი შვილი სასიკვდილოდ პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, თუმცა 48 საათში ალექსანდრე ზაქრაძის ოჯახმა თემის გაშუქება არ ისურვა

დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, "შაბათის ეთერი" მათ ინტერვიუებს და მომზადებულ სიუჟეტს გთავაზობთ.

სასტიკად ნაცემი ბიჭის საქმე - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები