სასტიკი მკვლელობა ქობულეთში - რა თქვეს ბრალდებულებმა სასამართლოზე

27.05.23 23:10
სასტიკი მკვლელობა ქობულეთში - რა თქვეს ბრალდებულებმა სასამართლოზე

სასტიკი მკვლელობა ქობულეთში - დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულები მოსამართლემ ციხეში გაუშვა. 

მკვლელობაში ბრალდებულმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა კი გამოძიების ინფორმაციით, ქვეყანა დატოვა. 

საქმეზე დაკავებულ სამ პირს - ალექსანდრე ახვლედიანს, დავით მენაბდეს და ლუკა ჯიბლაძეს დღეს პროცესზე არ ბევრი უსაუბრიათ. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ მომხდარი შიშისა და მუქარის გამო დამალეს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმალვაში მყოფმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა სტუმრად მყოფი გიორგი ალხანიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა, კვალის დაფარვის მიზნით ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად, მოკლულის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსა და მეზობელ სოფელში ტყის პირას დამარხა.

გამოძიების ცნობით, მომხდარს ბრალდებულები დავით მენაბდე და ლუკა ჯიბლაძე შეესწრნენ, თუმცა მათ სამართალდამცავებს მომხდარი არ შეატყობინეს.

 

მსგავსი სიახლეები